23:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 11:17:50, 1089 ნახვა

კომენტარი
„იქ სადაც 3-სიტყვიანი გინებისთვის 9 თვეს უსჯიან, ყველაფერი მოსალოდნელია“ - გვარამია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა მელია, არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.

გვარამიამ "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავასთვის 9-თვიანი პატიმრობის შეფარდებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, ყველაფერია მოსალოდნელი.

"შესაძლებელი არის, რომ ბრალდებული გავხდე. არ გამოვრიცხავ, რომ არ გამომიშვან. კუპრავას გუშინ ჩემზე უფრო ნაკლები გინებისთვის შეუფარდეს 9 თვე, თან სადღაც სასადილოში ნათქვამი. უპრეცენდენტო რამეზე ვლაპარაკობთ. ეს მართლა გახდება ქრისტომატიული საქმე მთელი ევროპის მასშტაბით. ამ ქვეყანაში, სადაც 3 სიტყვიანი გინებისთვის 9 თვეს უსჯიან ყველაფერია მოსალოდნელი", - განაცხადა ნიკა გვარამიას.

ცნობისთვის. "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი გამოკითხვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics