19:27 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 11:03:58, 1409 ნახვა

სამართალი
„დანაშაული არ ჩამიდენია, რომც ჩამედინა, კვალს არ დავტოვებდი, კარგი იურისტი ვარ“ - ნიკა გვარამია გამოკითხვაზე მივიდა

"მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია, რომც მჭირდებოდეს ჩადენა, იურისტი ვარ და კვალს არ დავტოვებდი", - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მისვლის დროს განაცხადდა. 

გვარამია აცხადებს, რომ გამოძიების მიერ დასმულ ყველა კითხვას შეძლებისდაგვარად უპასუხებს. 

„რასაც მკითხავენ, ვუპასუხებ, რაც მახსოვს იმას, რადგან არის ლაპარაკი 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც როგორც იცით, ყველა კომპანიაში არის ფინანსური დეპარტამენტის საქმე. რაც მახსოვს, ყველაფერზე ვიტყვი, პრობლემა არ მაქვს, მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და შემიძლია, კვალი არ დავტოვო, თან ძალიან კარგი იურისტი ვარ. მითუმეტეს, უდანაშაულობის შემთხვევაში, არანაირ კვალს მე არ ვტოვებ“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics