19:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 19:47:14, 1478 ნახვა

სამართალი
ნიკა გვარამიამ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა - ის ხვალ სასამართლოში გამოიკითხება

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

იგი „რუსთავი 2“-ის დიდი ოდენობით თანხების მითვების და ქონების გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა გვარმიამ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.

შესაბამისად, სასამართლოში მისი გამოკითხვა ხვალ, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის  „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად,  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის  ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics