02:45 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 14:50:30, 1608 ნახვა

სამართალი
ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა, შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ აქვთ ვადა, ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ.

როგორც ადვოკატმა განმარტა, თუ პროკურატურა „რუსთავი 2“-ის საქმეზე შემაჯამებელ დასკვნას გამოაქვეყნებს, ისინი საქართველოს სასამართლოს მიმართავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სარჩელს სტასბურგში შეიტანენ.

„დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძეს აქვთ ჯერ კიდევ ვადა რომ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ასევე, საქმის წარმოება კვლავაც მიმდინარეობს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და იმ შემთხვევაში, თუ გენერალური პროკურატურა გამოაქვეყნებს შემაჯამებელ დასკვნას, მოგეხსენებათ, რომ ამ საქმეში დვალი და აქიმიძე ცნობილნი არიან დაზარალებულებად, მათ მიეცემათ შანსი, განვიხილავთ ამგვარ შანსს, რომ მივმართოთ საქართველოს სასამართლოს ამორალური გარიგების შესახებ", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა 16 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, 6 თვის განმავლობაში აქვთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics