|
2019-07-30 18:55:03, 1534 ნახვა
ეკონომიკა
დავით თვალაბეიშვილი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ელექტროენერგიის იმპორტსა და გარე ფაქტორებზე არ ვიყოთ დამოკიდებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა „თიბისი კაპიტალის" მიერ საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის შესახებ კვლევის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. კვლევაში გაანალიზებულია ელექტროენერგიის სექტორი 2019 წლის მდგომარეობით. პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკული სექტორისა და თიბისის ბანკის კლიენტები დაესწრნენ. „ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთერთი საფუძველია. ამდენად, მისი სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, მომავალი 10-წლეულების განმავლობაში განვავითაროთ ჩვენი ენერგეტიკა და ეკონომიკა. კვლევის შედეგები დაგვეხმარება, დავხვეწოთ ჩვენი გეგმები და სტრატეგია," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. კვლევის მიხედვით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში აჭარბებს გამომუშავების ზრდას. „დღეს საქართველოს ენერგეტიკა მნიშვნელოვანი გზაგასაყარის წინაშე დგას. ცვლილებები ბევრი მიმართულებით ხორციელდება. უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება ახალი კანონი ენერგეტიკის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის სათამაშო მოედანს ენერგეტიკის სფეროში და ბაზარზე ახალ მოთამაშეებს შემოიყვანს. ჩვენი ამოცანაა, ბაზარზე გაიზარდოს კონკურენცია და გამჭვირვალობა აღნიშნულ სექტორში. ჩამოყალიბდება ელექტრონული ბირჟა, სადაც ივაჭრებენ ბაზრის მოთამაშეები - გენერაციის კომპანიები, ტრეიდერები, მომხმარებლები. ეს ყველაფერი განხორციელდება ეტაპობრივად, 2021 წლიდან ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ ამ მიმართულებით," - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ. დავით თვალაბეიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება სხვა კანონპროექტებზეც, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლიან საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს. ასეთ პროექტებს შორის მან დაასახელა კანონპროექტები „ენერგოეფექტურობის" და „განახლებადი ენერგიის შესახებ" და სხვ. „ჩვენ მხარში ვუდგავართ ისეთ პროექტებს, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მომავალი 10 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტსა და გარე ფაქტორებზე არ ვიყოთ დამოკიდებული," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მიმდინარე და დაგეგმილი ჰიდროსადგურების პროექტების დასრულების ფონზე, 2023 წლისათვის საქართველოში დადგმული სიმძლავრე 600 მგვტ-ით გაიზრდება, რაც დამატებით 2.3 ტვტ. სთ-ით გაზრდის ელ. ენერგიის გენერაციას. თბოსადგურების გამომუშავებასთან ერთად წლიური გენერაცია 14.8 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება. კვლევიდან ჩანს, რომ 2023 წლისათვის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე ელ. ენერგიის მოხმარება 28%-ით, 16.1 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.
(NS)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)