|
2019-07-30 15:54:34, 1454 ნახვა
კომენტარი
კახიძე - ლარის გაუფასურების მიზეზად ხელისუფლება ასახელებს ყველას, საკუთარი თავის გარდა
"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში დაიწყო. კახიძეს მაგალითად 2012 წლიდან დღემდე ლარის გაუფასურების სტატისტიკა მოყავს და აცხადებს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას გაურბის. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული საკითხები ოპოზიციას გადააბრალოს. "ლარის კურსი 2012 წელს იყო 1.65 და ქართული ოცნების მმართველობის განმავლობაში ასე უფასურდებოდა: 2013 - 1.73 (პიკი); 2014 - 1.86, (პიკი - 1.95) ;2015 - 2.39, (პიკი - 2.44); 2016 - 2.64, (პიკი - 2.77); 2017 - 2.59, (პიკი - 2.76); 2018 - 2.67, (პიკი - 2.76); 2019 - 2.93 (პიკი ჯერ არ ვიცით). მიზეზებად ხელისუფლება ასახელებდა: ოპოზიციას, საგარეო შოკებს, გიორგი ქადაგიძეს, ოპოზიციის მიერ შექმნილ მოლოდინებს, დოლარის გამყარებას, იმას, რომ მოსახლეობას ბანკირები არ ჰყავდა დაქირავებული და ისევ ოპოზიციას - მოკლედ, ყველას და ყველაფერს, საკუთარი თავის გარდა. სინამდვილეში ლარი უფასურდება, რადგან ქვეყანაში არ შემოდის საკმარისი რაოდენობით სიმდიდრე. სიმდიდრე შემოდის, როდესაც: ა) გარეთ ვყიდით ჩვენთან წარმოებულ პროდუქციას; ბ) უცხოელი ინვესტორები ჩამოდიან და აბანდებენ ფულს; გ) ტურისტები ჩამოდიან და ხარჯავენ ფულს; დ) ადამიანები გარედან რიცხავენ ფულს საქართველოში. როცა ინვესტიციებს ვერ იზიდავენ, ხოლო მოზიდულს ბარიერებს უქმნიან, როცა გარეთ ვერ ყიდიან საკმარის პროდუქციას და ეკონომიკა ვერ იზრდება, როცა ადამიანებს ახალ რეგულაციებს უგონებენ - მივდივართ უკან. ლარი უფასურდება და ჩვენ უკან მივდივართ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკის გამო. ეს არის სიმართლე", - წერს ოთარ კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
ტრამპმა პირობა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ ისინი სამართლიანი იქნება
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)