00:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 14:18:01, 1363 ნახვა

კომენტარი
მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს

საქართველოს პრზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის საკითხზე შექმნილ კომისიას მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, დავით გარეჯთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის საზღვრების დადგენა მნიშვნელოვანია.

„ორ მეგობარ ქვეყანას შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უნდა არსებობდეს დადგენილი საზღვრები. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს და ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა. შესაბამისად, მუშაობა განაახლა შესაბამისმა კომისიამ, რომელმაც დაიწყო მუშაობა საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით. ვთანხმდებით ყველა, რომ საქართველოს სჭირდება განვითარებისთვის და იმ გეზისკენ სვლისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, დადგენილი საზღვრები. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მიეცეს კომისიას მუშაობის საშუალება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია არავის, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება, მაგრამ კომისიას უნდა ჰქონდეს საშუალება, მშვიდ და ეფექტურ გარემოში იმუშაოს და მივიდეთ იმ შედეგებამდე, რომლამდეც გვინდა მისვლა - ეს არის დადგენილი საზღვრები“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics