|
2019-07-29 18:45:07, 2141 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: სასტუმროები აქტიურად ფართოვდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კერძო სექტორის როლს ტურიზმის განვითარებაში
თბილისში მდებარე სასტუმრო „ივერია ინნ"-ს ასი ახალი ნომერი დაემატა - 200 ნომრიანი, „ინნ გრუპში" შემავალი ერთ-ერთ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ტურიზმის დარგის მნიშვნელობასა და მისი ხელშეწყობის სამთავრობო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურიზმი არის ერთ-ერთი მზარდი, პერსპექტიული სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის და შესაბამისად, ტრადიციული ბაზრების შენარჩუნებასთან ერთად, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს, რუსეთიდან ჩამომსვლელ ვიზიტორებს, ასევე მოგზაურთა წილის ზრდას ევროპიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა რეგიონებიდან. „ის ფაქტი, რომ, პრაქტიკულად, გაორმაგდა სასტუმრო „ივერია ინნ"-ის შესაძლებლობები და მმართველ კომპანიას ასევე აქვს გაფართოების გეგმები, მათ შორის გუდაურსა და ბაკურიანში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტურიზმის მნიშვნელობას და კერძო სექტორის როლს ამ პროცესში. სასიხარულოა, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო „ივერია ინნ"-მა წელს განახორციელა დამატებითი ინვესტიცია და ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება ტურისტებს. ვისურვებდი, რომ ამ სასტუმროს პოტენციურ სტუმრებს შორის ყველა ქვეყანა იყოს წარმოდგენილი, იქნება ეს რუსი ტურისტი, ევროპელი თუ აზიელი. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას. სასტუმრო „ივერია ინნ" 4 წლის წინ გაიხსნა და მოიცავდა 71 ოთახს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჯავშნების გაზრდის გამო, ერთ წელიწადში ნომრების რაოდენობა გაიზარდა 95-მდე, თუმცა ეს რაოდენობაც არასაკმარისი აღმოჩნდა და 2019 წლის იანვრიდან დაიწყო სასტუმროს დამატებითი ნაწილის სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე „ივერია ინნ" სტუმრებს სთავაზობს 195 ნომერს, ასევე მაღალი დონის საკონფერენციო და შეხვედრების დარბაზებს, დასასვენებელ და ლაუნჯ-სარესტორნო სივრცეებს. სასტუმროს დამატებითი ნაწილის მშენებლობაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
(NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)