|
2019-07-29 11:48:19, 2084 ნახვა
სამართალი
შსს-ს თანამშრომლებს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამოძიების შესახებ სასწავლო კურსი ჩაუტარდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამოძიების შესახებ სასწავლო კურსი ჩატარდა. სწავლების მთავარი მიზანი იყო სამართალდამცველებისთვის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიების სწორად წარმართვის, მტკიცებულებების ამოღების და შემთხვევის ადგილის მართვის უნარების გამომუშავება. სასწავლო კურსს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს პრაქტიკოსი ექსპერტები უძღვებოდნენ. სწავლებაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები. სასწავლო კურსის მონაწილეები მასობრივი განადგურების იარაღისა და საშიში ნივთიერებების ამოცნობის დეტექტორების და სხვა დამცავი აღჭურვილობის გამოყენების სპეციფიკას, ასევე, საშიშ გარემოში მტკიცებულებების შეგროვებისა და მტკიცებულებების დეკონტამინაციის პროცედურებს გაეცნენ. კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)