17:50 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 18:48:29, 2837 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

რაც შეეხება, დაცვის მხარეს, ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

„ჩვენი მხრიდან პოზიცია იქნება, რომ არანაირი საფუძველი ფაქტობრივიც და ფორმალურიც არ არსებობს აღკვეთი ღინისძიების გამისაყენებლად. თუ მაინც გადაწყვეტს სასამართლო, რომ რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიება უნდა გამოიყენოს, შევთავაზებთ გირაოს, ან პირად თავდებობას. საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა გამოიყენოს, არ არსებობს. არათუ პატიმრობის, საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, მითუმეტეს პატიმრობას დიდი დასაფუძლება სჭირდება, რაც არ არის საქმეში“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ რომ ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე დააკავეს. „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics