17:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 12:07:53, 2617 ნახვა

სამართალი
ოქრუაშვილის ადვოკატი: ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ სპეცრაზმელთა ჩვენებებია

 „მტკიცებულებებში, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, როგორც ყოველთვის, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია, სხვა არაფერი“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ოქრუაშვილის ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

„უარყოფს დანაშაულს, თქვენც ნახეთ, ყველამ ნახა, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა, სულ ცოტა ათამდე მოწმე მაინც გვყავს, რომელიც იმ საღამოს, დილამდე მის გვერდით იყო და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი და ამ მოწმეებს მივიყვანთ სასამართლოში და ამ პოლიციელებს მერე შერცხვებათ.

ბრალდება წარედგინა 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, ანუ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობასა და ხელმძღვანელობაში წარედგინა ბრალდება. ბრალდების ფორმულირება ასეთი არის, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში ზოგიერთებმა დაიწყეს ძალადობა და მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც, თითქოს, მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ“, - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics