01:55 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 11:29:05, 2345 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ს.ა.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ხ.  დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე   გ.ხ.-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დაადასტურა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.

„პროკურორებმა წარადგინეს და დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის დნმ. მათი  ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ  2018 წლის 26 ნოემბერს ბრალდებულმა გ.ხ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ს.ა.-ს ყელისა და გულ-მკერდის არეში დანით მიაყენა 7 ჭრილობა, რის შედეგადაც ს.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.ხ. დამნაშავედ ცნო სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics