17:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 20:09:58, 2324 ნახვა

სამართალი
ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი - პროკურატურას არ აქვს მტკიცებულება, რომ ფულის გათეთრებას ან რაიმე მსგავს ჰქონდა ადგილი - ვიდეო

„ყველაზე აბსურდული გადაწყვეტილება იყო ის, რომ სასამართლომ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძის საზღვარგარეთ გასვლისთვის პროკურატურის ნებართვის საჭიროება გაიზიარა, - ამის შესახებ თიბისის ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილებას დადგენილ ვადაში გაასაჩივრებენ.

„სასამართლომ ნაწილობრივ შეასრულა პროკურატურის მოთხოვნა, მილიონი ლარი შეამცირა 700 000 ლარამდე, მაგრამ, ჩვენი აზრით, ყველაზე აბსურდული გადაწყვეტილება ამ ნაწილში იყო ის, რომ მან გაიზიარა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საზღვარგარეთ გასვლისთვის პროკურატურის ნებართვა. ბიზნესმენები საზღვარგარეთ დროის გასატარებლად არ დადიან, არამედ იმისთვის, რომ ეს არის მათთვის სამუშაო რეჟიმი. მით უმეტეს, ეს ხდება იმ დროს, როდესაც ანაკლიის პროექტი ისეთ ფაზაშია, რომ მიმდინარეობს მუშაობა ინვესტორებთან. ამ დროს  ადამიანებს აუკრძალო საზღვარგარეთ გადაადგილება,  თან იმ მოტივით, რომ შეუთანხმოს პროკურატურას, პროკურატურას ჰქონდეს დისკრეცია იმისი, რომ მისცეს თუ არ მისცეს ნებართვა, აბსურდულია. რა უნდა ქნას პროკურატურამ,  მაინტერესებს, გადაშალოს და თქვას ახლა გაგიშვებ და ახლა არ გაგიშვებო?!  ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და დაველოდებით მომდევნო ინსტანციის სასამართლოს განჩინებას.  სხდომა დაინიშნა 12 სექტემბერს და გადავდივართ ისეთ რეჟიმში, რომ უპირობოდ დავადასტუროთ ჩვენი სიმართლე, რადგან დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს, რომ ფულის გათეთრებას ან რაიმე მსგავს ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარი შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პროკურატურა ბიზნესმენებისთვის მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. როგორც ცნობილია, გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics