05:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 19:52:59, 2694 ნახვა

ეკონომიკა
ჯაფარიძე - ჩვენ გვინდა, ეს საქმე ვაქციოთ ბოლო პრეცედენტად, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს

„ეს აუცილებელი პროცესია, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავიაროთ, რადგან ეს უნდა გახდეს შემოტრიალების წერტილი ჩვენი  ქვეყნისთვის“, - ამის „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრალდება აბსურდული და დაუსაბუთებელია.

„ეს არის აბსურდული ბრალდება, ყოვლად დაუსაბუთებელი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, წარმოუდგენელი უსამართლობა, რომელიც უტოლდება ჩემი აზრით ბრალდებებს, როგორიც არის ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრა ან რაიმე სხვა მსგავსი. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ხდება დავალებით“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, თუ ვისი დავალებით ხორციელდება პროცესები, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მტკიცებულებების გარეშე ბრალს კონკრეტულად ვერავის დასდებს.

„არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე, პროკურატურისგან განსხვავებით, თუ მტკიცებულება არ მაქვს მე არ ვდებ ბრალს არავის. უბალოდ ფაქტია, ჩანს პირდაპირ, აქ არ არის ან სამართლის დადგენის, ან თუნდაც სამართლიანობის გარკვევის ან ფაქტების დადგენის სურვილიც არ დგას. აქ არის პირდაპირ გამოკვეთილად, რომ როგორმე შეგვიზღუდონ საქმიანობა, გამოგვიყვანონ წონასწორობიდან, მაგრამ ეს არ მოხდება. დღეს რაც მოვისმინე, მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის ბრძოლა, რომ ყველამ ერთად დავინახოთ, ესეთი ბრალდებები მომავალში არავის მიმართ არ უნდა იქნეს წაყენებული. ეს უნდა გამოირიცხოს, ეს იყოს ბოლო შემთხვევა. ეს იმდენად დიდი ზიანის მიმყენებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამის დაშვება აღარ შეიძლება. ჩვენ გვინდა ეს ვაქციოთ ბოლო პრეცედენტად, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ვინ არის დაზარალებული, ჯაფარიძის თქმით, პროკურატურა დაზარალებულს ვერ ასახელებს.

„დაზარალებულს ვერ ასახელებენ, მაგრამ ბრალში წერია ერთი საინტერესო რამ, თურმე, მე და მამუკა ხაზარაძემ მოტყუებით მივაცემინეთ სესხი ბანკს ისეთ კომპანიაზე, რომელსაც ეკუთნოდა სესხის აღება, მერე ამ კომპანიამ გვასესხა ჩვენ ფული, ეტყობა ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთის არმია შემოიჭრებოდა 2008 წლის აგვისტოში და შესაბამისად ეს განსაზღვრული გვქონდა წინასწარ, რომ ქვეყანა გაკოტრდებოდა და მთელი საბანკო სისტემა ჩავვარდებოდით უმძიმეს მდგომარეობაში და ამის შედეგად ზიანი მიადგა ბანკს. საინეტერესოა, ვინ იყო ბანკი ამ შემთხვევაში? მე და მამუკა ხაზარაძეს გვქონდა 80% ამ ბანკის. შესაბამისად, დაზარალებული ვართ მე და მამუკა. აგვისტოს ომით გამოწვეული კრიზისის შედეგად, ჩვენი 80%-იანი წილი ბანკში ჩამოვიდა 20%-ზე. ოდნავ მაინც რომ სურვილი არსებობდეს, გაერკვნენ სიმართლეში პროკურატურის თანამშრომლები, რა თქმა უნდა უარი უნდა ეთქვათ თვითონ იმ ადამიანებს, რომლებიც ბრალს გვიყენებენ ამ საქმეზე უარი უნდა ეთქვათ. არ არსებობს არცერთი კარიერული დაპირება ან ფულადი პრემია, რაც ღირს იმად, რასაც ეს ახალგაზრდები აკეთებენ. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ერთი მეთოდი არსებობს, ყველაფრის გასაჯაროება, საზოგადოების ჩართულობა ბოლომდე“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარი შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პროკურატურა ბიზნესმენებისთვის მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. როგორც ცნობილია, გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics