22:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 19:11:45, 3146 ნახვა

ეკონომიკა
რუსეთის ტუროპერატორები საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ სუბსიდირებულ ფრენებზე უარს ამბობენ

რუსეთის ტუროპერატორები ტურისტებს ერევნის გავლით საქართველოს სუბსიდირებულ სატრანზიტო ფრენების ვაუჩერს არ შესთავაზებენ, - ამის შესახებ რუსეთის ტურინდუსტრიის პრესმდივანმა ირინა ტურინამ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც ტორინამ განმარტა, "არსებობს რეკომენდაციები, რომ საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვისგან თავი შეიკავონ".

"ეგვიპტის მაგალითზე ჩვენ გვახსოვს, რომ ტურბიზნესს ამ ქვეყანაში პირდაპირი რეისების გარეშე ტურების გაყიდვის საშუალებას მესამე ქვეყნის გავლითაც კი არ აძლევდნენ, მაგალითად, სტამბოლიდან ან ბელორუსიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მათ უცხოური ავიახაზები მოემსახურებოდნენ, რომლებსაც აკრძალვა ფრენებზე არ ჰქონდათ", - განაცხადა ირინა ტორინამ. 

მან აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ეს ვარიანტი დამოუკიდებელი მოგზაურებისთვის იყოს მისაღები, რომლებიც საქართველოში ერევნის გავლით ჩავლენ. ტორინამ დასძინა, რომ მაშინ, როდესაც რეკომენდაციები არსებობს, ტუროპერატორები ასეთ შეთავაზებებს არ გაყიდიან.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics