2019-07-26 17:03:44, 2978 ნახვა
ეკონომიკა
მორიგი ანტირეკორდი - დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9321 ლარი გახდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9321 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9171 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0150 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2637 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2496 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0141 ლარი შეადგინა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან