16:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 23:00:10, 1535 ნახვა

სამართალი
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი National Geographic მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძეა

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი National Geographic საქართველოს მკვლევარი, ბეჟან ლორთქიფანიძეა.

ამის შესახებ ფეისბუქზე ჟურნალ National Geographic საქართველოს მთავარი რედაქტორი, ლევან ბუთხუზი წერს. 

"აბსოლუტური შოკი მაქვს! ამ წუთას ჩემი უახლოესი ძმაკაცი ბეჟან ლორთქიფანიძე დააკავეს 20 ივნისის მიტინგზე ყოფნის გამო! ბეჟო არ არის National Geographic-ის თანამშრომელი. მუშაობს სახეობათა კონსერვაციის ცენტრში სახელად "ნაკრეს". უბრალოდ ბლოგი გამოქვეყნდა "ჯეოგრაფიკში" ზოოპარკის წყალდიდობის გმირზეა ლაპარაკი! ბეჰემოთი ვინც დააძინა და გადაარჩინა, " - წერს ბუთხუზი.

შეგახსენებთ დღეს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics