16:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 14:45:28, 1711 ნახვა

სამართალი
4 წლის შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულ ლელა ქსოვრელს 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულ დედას, ლელა ქსოვრელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სასამართლომ ქსოვრელი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. 

"2019 წლის 25 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ქ. დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის ე.ი. სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ასევე დამნაშავედ ცნო რომ ჩაიდინა სისტემატიური ცემა და ძალადობა ოჯახის წევრის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117 ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე დამნაშავედ ცნო, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, რისთვისაც საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.

საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულებების ჩადენა. კერძოდ, უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 იანვარს ლ.ქ.-ს მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა არასრუწლოვან შვილთან - ნ.ზ.-სთან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია, აღნიშნულის მიუხედავად 2019 წლის 8 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით ლ.ქ. იმყოფებოდა იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა მსხვერპლი ნ.ზ. გარდა ამისა, უტყუარად დადასტურდა ის ფაქტი, რომ ლ.ქ. 2019 წლის იანვრის თვის დასაწყისიდან 22 იანვრამდე დროის პერიოდში თავის არასრუწლოვან შვილს ნ.ზ. სისტემატიურად სცემდა და ახორციელებდა მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნ.ზ. განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღენიშნებოდა სხვადასხვა ხანდაზმულობის დაზიანებები, სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. ასევე 2019 წლის 21 იანვრიდან 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრუწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, კერძოდ, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრამვა, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევა თავის ქალას ღრუში და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში, რაც გახდა არასრუწლოვანი ნ.ზ-ს გარდაცვალების მიზეზი", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics