|
2019-07-25 14:38:11, 2138 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ქვეყნის 12 უმსხვილესი ბანკი ჩაერთო
საქართველოს 12 უმსხვილესი კომერციული ბანკი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბანკებთან შესაბამისი მემორანდუმები გაფორმდა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო, ხელშეკრულებებს მთავრობის მხრიდან ხელი მოაწერა სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება 20 ივნისის მოვლენების შემდგომ მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ტურისტულ ბიზნესს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. „ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც დავეხმარებოდით ტურისტულ ბიზნესს, რომ შეგვერბილებინა ის ნეგატიური ზემოქმედება, რაც მას პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და შემდგომ რუსეთის მხრიდან ფრენების შეწყვეტამ მოუტანა. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება და მისი გადაწყობა ძირითადად ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნებისთვის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ქვეყნის 12 უმსხვილესი ბანკი ერთვება, რაც პრაქტიკულად საბანკო სისტემის 99%-ია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ეს არის შესაძლებლობა სასტუმრო ბიზნესისთვის, ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის - მიიღოს ახალი დაფინანსება, ახალი სესხები თავისი ბიზნესის გასაფართოებლად, ან ახლის დასაწყებად. „ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არა მარტო შევინარჩუნოთ დღევანდელ დონეზე ჩვენი ტურისტული ინდუსტრია მიუხედავად უდიდესი დარტყმისა, არამედ შევინარჩუნოთ განვითარების ტემპიც", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
(NS)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)