|
2019-07-24 18:48:50, 1944 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ერთი ფანჯრის პრინციპი რეალურად უკვე განვახორციელეთ ბევრი ნებართვის მიმართულებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები განიხილა. მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო უწყების გეგმები 20 ივნისის შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. „რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი მსჯელობა გვქონდა 20 ივნისის კრიზისის შემდგომ ქართულ ეკონომიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მის ნეგატიურ ზემოქმედებაზე ინვესტიციების სფეროში, ინვესტორების მოლოდინებზე, საინვესტიციო გარემოზე და დავსახეთ გეგმები, როგორ გადავლახოთ ეს ერთობლივად - ნეგატიური ზემოქმედება უფრო დიდი იყო, ვიდრე მხოლოდ ტურიზმის სექტორზე ზემოქმედება", - განაცხადა ნათია თურნავამ. ნათია თურნავას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის ღონისძიებებია, რომლებიც საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაჯანსაღებისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. ამასთან, მისი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან პრივატიზაციის ფარგლებში კომპანიების მიერ 80 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო ვალდებულება იქნა აღებული. „ეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილია. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ინვესტორებთან ურთიერთობაზე და მათ მოზიდვასა და ინვესტირების პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მინისტრმა. ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვედრისას საინვესტიციო გარემოზე მომხდარი ნეგატიური ზემოქმედების შესარბილებლად დაგეგმილი რამდენიმე მიმართულება გააცნო: პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება; ქონების გადაცემა საინვესტიციო ვალდებულებებით; მიწის რეგისტრაცია მისი ბრუნვაში უფრო სწრაფად ჩართვის მიზნით. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია „ერთი ფანჯრის პრინციპის" მუშაობა. „ერთი ფანჯრის პრინციპი რეალურად უკვე განვახორციელეთ ძალიან ბევრი ნებართვის მიმართულებით და ინტეგრირებული ნებართვის სისტემები შევთავაზეთ დღეს ბიზნესს, მაგალითად, წიაღისეულზე და მიწაზე საკუთრების უფლებები, ან ნებართვები ახალი ჰესების აშენებაზე - ერთდროულად მიწაზე და უძრავ ქონებაზე უფლებები, თუ როგორ დავაჩქაროთ უძრავი ქონების პრივატიზებისას მშენებლობის ნებართვების აღება და ა.შ.", - აღნიშნა მინისტრმა.
(NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)