11:38 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 16:04:59, 1813 ნახვა

საზოგადოება
მელაძე: ზარდიაშვილის ინტერვიუთი დგინდება, რომ უკანონოდ მისმენენ - მივმართავ ომბუდსმენს და NGO-ებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ მის სატელეფონო საუბრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს.

ამით მელაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატმა ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია "რუსთავი 2"-თან, კერძოდ კი, ნოდარ მელაძესტან პარტიის შიდა ინფორმაციების გატანაში დაადანაშაულა. 

ჟურნალისტმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდა. 

"დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, "რუსთავი 2'-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც "კურიერისთვის" მომზადდა, მათ შორის "ქართული ოცნების" დეპუტატების ბიზნესინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.

ამ ინტერვიუთი დგინდება.

1.ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართელი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება.

2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება.

3. ფარულ მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუსი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს პრაქტიკულად აღიარა. "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი. პ.ს. ანუ ეთერში 100 % სიზუსტით ვყვებოდით ყველაფერს რომ ამტკიცებდით იგონებთო", - წერს ნოდარ მელაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics