|
2026-11-09 09:36:54, 253 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს, რათა დენუკლეარიზაცია განიხილოს. „მე ჩინეთს ვესტუმრები და ერთ-ერთი შეხვედრა, ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან გაიმართება და ეს საინტერესო იქნება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. „ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, მათ შორის დენუკლეარიზაციაზე“, - დასძინა მან. „ფაინენშალ ტაიმსმა“ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამი ქვეყნის ოფიციალური პირები განიხილავენ აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის შესაძლო შეხვედრას აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, რომელიც ჩინეთის ქალაქ შენჟენში 18-19 ნოემბერს არის დაგეგმილი. მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა წყარომ „ფაინენშალ ტაიმსს“ განუცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი პეკინს მოუწოდებენ, დათანხმდეს ასეთ შეხვედრას.
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)