2019-07-22 17:17:42, 2150 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.8831 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8845 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2357 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2410 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,