|
2019-07-22 12:46:30, 1627 ნახვა
სამართალი
მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ორგანიზებული ჯგუფის ორ წევრს - 15-15, ხოლო ორს 14 და 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს - 15-15, ხოლო ორ წევრს 14 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს: „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ბრალდებული, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ნასამართლევმა მ.ე.-მ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ნასამართლევმა და ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.მ.-მ, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა თ.კ.-მ, გ.ჩ.-მ და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა ა.დ.-სგან დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მისაღებად, 2018 წლის 11 ოქტომბერს, მისი შვილი - გ.დ., მძევლად ჩაგდების მიზნით, მოტყუებით მიიყვანეს ქ.თბილისში, მუხიანის დასახლებაში სპეციალურად ნაქირავებ ბინაში, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აღუკვეთეს თავისუფლება. მოგვიანებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მძევლად აყვანილი გ.დ. წინასწარ სპეციალურად ნაქირავები „ტოიოტას" მარკის „ვიტსის" მოდელის ავტომანქანით, იძულებით გადაიყვანეს წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში მდებარე სახლში, სადაც ხელბორკილით დააბეს საწოლზე, აუკრძალეს გარე სამყაროსთან კონტაქტი და არ მისცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის შემდეგ ორგანიზებული ჯგუფის წევრები გატაცებულის მამას - ა.დ.-ს დაუკავშირდნენ და შვილის განთავისუფლების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვეს 3 000 000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გ.დ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აღნიშნული დანაშაული 2018 წლის 18 ოქტომბერს აღკვეთეს, მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დააკავეს და მძევლად აყვანილი გ.დ. გაათავისუფლეს. მ.ე.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის II ნაწილის „ბ", „ვ", „ი" და III ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება არაერთგზის, ანგარებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო თ.კ.-ს, მ.მ.-ს და გ.ჩ.-ს 144-ე მუხლის II ნაწილის „ვ", „ი" და III ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება ანგარებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ. ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ე.-ს და თ.კ.-ს 15-15 წლით, მ.მ.-ს - 14 წლით, ხოლო გ.ჩ.-ს - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)