|
2019-07-20 13:45:42, 2171 ნახვა
საზოგადოება
სალაძე - მედია საბჭოს შექმნით R2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცული იქნება
მედია საბჭოს შექმნით R2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცული იქნება, - ამის შესახებ არასამათავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა. სალაძე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების შეთავაზებას, მედია საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს. „მგონია, რომ მეტი გამჭვირვალობის, პროცესების მეტი ღიაობის და მაღალი ინტერესის და ყურადღების ფონზე, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ საბჭოსთან დაკავშირებით მესაკუთრის გადაწყვეტილება იქნება დადებითი. არ აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა ის შემადგენლობა იქნება საბჭოში, თუ ოდნავ განსხვავებული შემადგენლობა საბჭოსი, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მესაკუთრეს ეკუთვნის. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეთანხმდეს იმაზე, რომ პროცესი იქნება ღია, გამჭვირვალე ერთი მხრივ და მეორე, დაცული იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა ვინმეს მხრიდან, ასევე შრომითი უფლებები დასაქმებული ადამიანების“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ. შგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება. 1. მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭო. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო - ეკა გიგაური, საია - სულხან სალაძე,ს აქართველოს დემოკრატიული ინიციატივა- გიორგი მშვენიერაძე, სამართლიანი არცევნები- მიხელ ბენიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ნატა ძველიშვილი, მედიამკვლევარი - ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენს მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლოს, იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე. (მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები, პროდიუსერები). 2. დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე. 3. არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს, რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიასთისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის“, - ნათქვამია "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივ მიმართვაში.
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)