|
2019-07-19 14:25:28, 2490 ნახვა
სამართალი
პაატა სალია - ხელშეკრულების ავთენტურობას, რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, ექსპერტიზა დაადგენს
ხელშეკრულება რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, ქიბარ ხალვაშის თქმით, არის ყალბი, - ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ახლადარჩეული გენერალური დირექტორი და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც ქიბარ ხალვაშს უჩივის. მისი თქმით, დოკუმენტის ავთენტოურობას ექსპერტიზა დაადგენს. „ეს დავა უკვე სასამართლოწარმოებაშია. იმ ხელშეკრულებას, რომელსაც მიუთითებს ირაკლი ოქრუაშვილი. ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ სასამართლოში ამასთან დაკავშირებით პოზიცია, რომ იყო გაყალბებული დოკუმენტი. მაშინ ოქრუაშვილს ფულადი მოთხოვნა ჰქონდა თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს და ხალვაში თითქოს ადასტურებდა ამას და უკან უნდა დაებრუნებინა სარგებლით ანუ პროცენტით ეს თანხა და მეორე ნაწილი ხელშეკრულების იყო, რომ თითქოს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი არის ყალბი და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს“, - აღნიშნა პაატა სალიამ. ცნობისთვის, ოქრუაშვილის ადვოკატმა ხალვაშის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა. ყოფილი მინისტრი ქიბარ ხალვაშის წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს, ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ "რუსთავი 2"-ი მისი საკუთრებააა. ოქრუაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2016 წელს მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ნომინირებული პირი იყო. როგორც უფლებადაცველი ამბობს, იმ დოკუმენტის საფუძველზე, თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა მან ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი პროცენტებთან ერთად უნდა გადაუხადოს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)