15:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 13:27:10, 2250 ნახვა

სამართალი
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

როგორც საქმის პროკურმა, მარიამ გოგორელიანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქმე გამოსაძიებლად უკრაინულ მხარეს გადაეცემა.

„ბრალდების მხარემ საქმის მიმდინარეობისას ორჯერ მიმართა უკრაინას მტკიცებულებების გდმოგზავნის მოთხოვნით - როგორც მოწმეთა დაკითხვის, ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულებების მოთხოვნით, რაც სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის არ მიგვიღია. ამის გამო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის უკრაინაში გადაგზავნის თაობაზე“, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, სუსლიაკის  ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკრაინაში მისი ნების წინააღმდეგ გამგზავრებას აიძულებენ. 

„იმის გამო, რომ მათ ვერაფერი მოიპოვეს მთელი ამ დროის განმავლობაში და ეს სიბინძურე არ უნდა გამოტანილიყო გარეთ ამათი მეცადინეობის შედეგად, მოიფიქრეს ახალი ფორმულარი, თითქოს უკრაინაში უნდა მოხდეს საქმის გამოძიება, რადგან ესენი ვერ ახერხებენ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე. ამ მიზნით შეცვალეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გუშინ მთელი დღე იყო კომუნიკაცია ჩემთან, გვავალდებულებდნენ, რომ შეგვეძინა ბილეთი კიევის რეისზე და ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. ახლა ეს ქალბატონი არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ამ წუთას, ჩემს ზურგს უკან 7-8 მამაკაცს, შსს-ს თანამშრომლებს, დავალება აქვთ სპეციალური მიღებული, რომ დააკავონ ეს ქალბატონი ხელახლა, ჩასვან თვითმფრინავში და გააგზავნონ უკრაინაში, ყველა ნორმის დარღვევით“, - განაცხადა სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

თავად იულია სუსლიაკი საქმის ფალსიფიცირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონკრეტული პირები სარგებლის მიღებას ცდილობენ.

 „ჩემი საქმე სრული ფაბრიკაციაა და მე ვიცი, ვინ გააყალბა ეს საქმე, მათი სახელებიც კი ვიცი და თუ გონს არ მოეგებიან, მაშინ ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი. ყველაზე დიდი პრეტენზია გამომძიებელთან მაქვს. მე ბევრჯერ წავედი დათმობაზე ქართულ მხარესთან, ერთადერთი მიზნით, რომ სახლში ბავშვებთან გავეშვი. მთხოვდნენ ბრალის აღიარებას იმ ფონზე, რომ მე არ ვიცნობ ქართულ კანონმდებლობას, მიბიძგებდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, თან მიხსნიდნენ, რომ ამაში საშიში არაფერია. საბოლოოდ მივხვდი, რომ მათ ჩემი ჩიხში შეყვანა უნდოდათ“, - განაცხადა სუსლიაკმა.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. როგორც შსს-ში აღნიშნეს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.  საქემზე გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics