13:35 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 13:20:41, 1691 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ ნოდარ გოგალაძის საქმეზე სახელმწიფოს 6 000 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ მოქალაქე ნოდარ გოგალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას გულისხმობს.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა  წულუკიანმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 „საქმე, რომელიც 2008 წელს მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა, დასრულებულია სახელმწიფოს მარცხით და მომჩივნის სასარგებლოდ დადგინდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, მესამე მუხლის დარღვევა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გოგალაძის დაცვის მხარე კომპენსაციის სახით 50 000 ევროს და სამართალწარმოების ხარჯების ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა თუმცა სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელესთვის 6 000 ევროს გადახდა დააკისრა.

„2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ.

2009 წლის 7 დეკემბერს ნოდარ გოგალაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-13 მუხლების (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევის დადგენა მოითხოვა. 2008 წლის 13 თებერვალს ბორჯომის პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის გამო ნოდარ გოგალაძე დააკავა. 2008 წლის 15 თებერვალს თბილისის N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას, სადაც მომჩივანს 2 თვე უნდა დაეყო წინასწარ პატიმრობაში, მას აღმოაჩნდა დაზიანებები. თავდაპირველად მომჩივანმა განაცხადა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდა, თუმცა, 2008 წლის აპრილში თბილისის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, მან პროკურორს განუცხადა, რომ ხუთმა პოლიციელმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

2008-2009 წლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით ვერ დადგინდა კავშირი მომჩივნის დაზიანებებსა და იმ ჩივილებს შორის, რომლებიც მას იმ პერიოდში აღენიშნებოდა. 2016 წლის იანვარში გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. მომჩივანს გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან არ გაუსაჩივრებია. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენებასა და დაზიანებებს, მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, არ იქნა ეფექტიანად გამოძიებული, როგორც ამას ითვალისწინებს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა. ევროპულმა სასამართლომ მომჩივნისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 6 000 ევროს გადახდა დააკისრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნოდარ გოგალაძე 2008 წელს ბორკომის პოლიციამ დააკავა. ის აცხადებდა, რომ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics