|
2019-07-17 16:37:34, 2179 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში საბადოს დახურვისა და რეგენერაციის თანამედროვე მეთოდოლოგია დაინერგება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტი - საბადოთა დახურვა და ეკონომიკური რეგენერაცია. პროექტის მიზანია მიტოვებული ან დასახურად მომზადებული საბადოების ამჟამინდელი მდგომარეობი შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მოპოვება. შედეგად, ჩამოყალიბდება და დაინერგება საბადოთა დახურვისა და სამთო-მოპოვებითი ფართობის რეკულტივაციისა და რეგენერაციის სახელმძღვანელო ჩარჩო. პროექტის ფარგლებში მოხდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, სახელმწიფოს მხრიდან საბადოთა დახურვის სათანადო მოთხოვნების შემუშავებისა და ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით. ამასთან, კვლევის ფარგლებში განხორციელდება მიტოვებულ საბადოთა აღრიცხვა და რისკის შემცველ საკითხთა იდენტიფიცირება, ასევე ინსტიტუციური და მარეგულირებელი ხარვეზების გამოვლენა, შემდგომში ზოგადი პრინციპებისა და სტანდარტების შემუშავების მიზნით. პროექტის განსახორციელებლად შერჩეულ იქნა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი SRK Consulting. კომპანიის წარმომადგენლები პირველი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში მოხდება არსებული საბადოების საველე დათვალიერება. ამასთანავე, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაგეგმილია სწავლების ჩატარება დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, ასევე კვლევის წინასწარი შედეგების გაზიარება.
(NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)