03:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 11:53:49, 1718 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესომბუდსმენი - ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია

დღეს ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია, -  ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ მედიასთან ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის  6 თვის საქმიანობის სტატისტიკის  პრეზენტაციაზე  განაცხადა.

ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების შესაძლო შემცირებაზე და განაცხადა, რომ  არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია.

„საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამ და ტურისტული ნაკადების მკვეთრმა შემცირებამ შესაბამისი ასახვა უკვე მოახდინა ტურისტულ ინდუსტრიაზე და მასთან დაკავშირებულ დარგებზე.არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია, რის შესაძლებლობასაც  დღეს მოქმედი საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები იძლევა“, - ამბობს ლექვინაძე.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, შექმნილმა მოლოდინებმა გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის კურსის ახალი წონასწორობის წერტილის ფორმირებაზე.

„აღნიშნული ფაქტორების გავლენით დღევანდელი ბიზნეს გარემოსთვის გამოწვევად რჩება კურსის მერყეობა, რადგან გავლენა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობაზე, კურსთაშორის სხვაობების დანაკარგები ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია.  ასეთ დროს მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის ზეწოლის ნეიტრალიზაცია და ეროვნული ბანკის მხრიდან მაქსიმალური კოორდინაცია და კომუნიკაცია ბიზნესთან, რადგან ნეგატიური მოლოდინების წილი ვალუტის კურსის ფორმირების პროცესში მინიმალური იყოს“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

მისივე განმარტებით, აქტუალურ საკითხებად რჩება თამბაქოს ინდუსტრიაზე თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, საბანკო რეგულაციების გავლენა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორზე.

ამას გარდა, ბიზნესომბუდსმენი აპარატი მუშაობს რძის ნაწარმის დღგ-ისგან გათავისუფლების შესახებ. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომლითაც  ბიზნესომბუდსმენის ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებას, რათა  სესხის გამცემ სუბიექტებს მიეცეთ შესაძლებლობა დაიბრუნონ 2019  წლამდე ე.წ. ესტონური მოდელის ნორმების შესაბამისად,  გადახდილი მოგების გადასახადი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics