2019-07-16 15:12:34, 2222 ნახვა
სამართალი
ბაჩუკი ქარდავა გამოკითხვაზე იმყოფება
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი ბაჩუკი ქარდავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება.
ბაჩუკი ქარდავა გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა.
ქარდავას განცხადებით, ე.წ. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა შს მინისტრს ეკისრება და სისხლის სამართლის საქმე გახარიას წინააღმდეგ უნდა მიმდინარეობდეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან