2019-07-15 17:21:59, 2619 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.8555 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8513 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2210 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2094 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0116 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,