12:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-14 11:25:41, 2261 ნახვა

სამართალი
ნათია მეზვრიშვილი: თავდაცვის ერთადერთი საშუალება - ფარები წაართვეს 300-მდე პოლიციელს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში 20-21 ივნისის მოვლენები შეაფასა. მეზვრიშვილი სპეციალური საშუალებეის გამოყენებას შეეხო და აღნიშნა რომ ეს უფრო ადრეც შეიძლებოდა მომხდარიყო.

,, ამ საკითხზე მინისტრმაც ისაუბრა და სრულად ვიზიარებ ამ მოსაზრებას - ერთადერთი თუკი რამე, ასე ვთქვათ „შეცდომა“ დავუშვით ჩვენ იმ ღამეს -  იყო ის, რომ 2 საათის განმავლობაში პოლიცია რისკის ქვეშ დავაყენეთ და გაცილებით ადრე არ დავიწყეთ სპეციალური საშუალებების გამოყენება, იმიტომ რომ თავდაცვის ერთადერთი საშუალება - ფარები  წაართვეს 300-მდე პოლიციელს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიციელი , რომელსაც პასიური თავდაცვის საშუალებები უჭირავს -  რეზინის ხელკეტი და ფარი - პოლიტიკოსების მოწოდებებით  მასიურ ძალადობას აქვს ადგილი კორდონთან, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტიურდება და აქტიურდება, დაწოლა კიდევ ფრო ძლიერდება პოლიციაზე და პოლიციას უჭირავს მხოლოდ რეზინის ხელკეტი - ფარები- თავდაცვის ერთადერთი საშუალება აღარ აქვს.  - ახლა ამ პირობებში, უბრალოდ წარმოუდგენელია კითხვის ნიშნები რატომ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები და დაიწყო აქციის შეწყვეტა.“- განაცხადა  ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics