|
2019-07-13 17:03:28, 2620 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: დღეს საქართველოში 14 ათასზე მეტი მეზღვაურია და ჩვენ უნდა ვისწრაფოთ, რომ ეს ციფრი სულ მცირე გავასამმაგოთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მინისტრთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი თამარ იოსელიანი და სხვა ოფიციალური პირები. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს იმ ღირსეული წვლილისთვის, რომელიც მეზღვაურებს საქართველოსა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეაქვთ. „თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიის წარმომადგენლები, უმაღლესი რანგის პროფესიონალები, იმ იშიათი პროფესიის წარმომადგენლები, ვისაც აქვს შესაძლებლობა ლეგალურად დაასაქმოს ქართველი ადამიანები საზღვარგარეთ და მისასალმებელია, რომ ჩვენს სასწავლებლებში აღზრდილი პროფესიონალი მეზღვაურები ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ქართველ მეზღვაურებს დღეისათვის 50 ქვეყნის, მათ შორის 20 ევროპული ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე აქვთ ცურვის უფლება და ეს არის ის ნიშნული, საითკენაც ყველა სხვა პროფესიაში უნდა ვისწრაფოდეთ. „თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ყოველწლიურად 200 მილიონზე მეტი შემოგაქვთ ჩვენი ეკონომიკის გასამყარებლად, რისთვისაც თქვენი მადლიერები ვართ", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გამოხატა იმ პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, რომლითაც მომავალ მეზღვაურებს ზრდიან ქართველი პედაგოგები. „საქართველოში მეზღვაურობის სფეროში განათლებოს სისტემა 150 წელზე მეტს ითვლის. დღეს არსებულ სამ სასწავლებელს უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი მეზღვაურების წარმატებაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს სასწავლებლები, კიდევ უფრო მიმზიდველი, უფრო მეტად საინტერესო და პორფესიონალური გავხადოთ თქვენი აღზრდა, რომ რაც შეიძლება მეტი მეზღვაური შეემატოს ჩვენს რიგებს. დღეს 14 ათასზე მეტი მეზღვაურია, ვინც საქართველოს სახელს პროპულარიზაციას უწევს ქვეყნის გარეთ და ჩვენ უნდა ვისწრაფოთ, რომ ეს ციფრი სულ მცირე გავასამმაგოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა წლევანდელი წლის კამპანიას „მეტი ქალი გემზე" და აღნიშნა, რომ როგორც მთავრობის წევრი, როგორც ქალი-მინისტრი ყველანაირად მხარს უჭერს მეზღვაურ ქალთა განვითარებასა და დასაქმებას. „ეს არის ძალიან საპატიო პროფესია, რომელიც მეტ შესაძლელობას ქმნის ქალბატონების დასაქმების კუთხით და ამ მამაკაცურ პროფესიასაც მხოლოდ გააკეთილშობილებს და წაადგება", - განაცხადა ნათია თურნავამ. ოფიციალური მისალმებების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მინისტრმა ნათია თურნავამ ღირსების მედლით დააჯილდოვა საზღვაო საქმის წარმომადგენლები ნათია ლაბაძე და ლუიზა წვერავა, აგრეთვე საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კაპიტნები იური ქადარია და თამაზ იმერლიშვილი და უფროსი - მექანიკოსი იური ქორიძე. მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საყვირების ფონზე ზღვაში გვირგვინის ჩაშვებით დასრულდა, რითიც ზღვაში სამსახურის დროს გარდაცვლილ საზღვაო დარგის პროფესიონალებს პატივი მიაგეს. ასევე ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა „მეზღვაურთა სკვერი".
(NS)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)