02:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 15:36:06, 2343 ნახვა

ეკონომიკა
ლარი რეკორდულად გაუფასურდა

საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.94-დან 2.99 ლარამდე მერყეობს, ევროს ფასი კი, 3.30-3.36 ლარია.

„საქართველოს ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.971 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.85 ლარად. 1 ევროს ყიდვა 3.346 ლარად შეგეძლებათ, გაყიდვა - 3.177 ლარად.

„თიბისი ბანკში“ ერთი აშშ დოლარის ყიდვა 2.9800 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.8600 ლარად. ევრო 3.3480 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.1980 ლარად.

ბანკ „ქართუში“ 1 დოლარის შეძენა 2.9400 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.8500 ლარად. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვას 3.2850 ლარად შეძლებთ, გაყიდვას - 3.1800 ლარად.

„პროკრედიტ ბანკში“ 1 დოლარი 2.9950 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.8650 ლარად არის შესაძლებელი. 1 ევრო 3.3580 ლარი ღირს, გაყიდვის შემთხვევაში კი, 3.2070 ლარს მიიღებთ.

„ბაზის ბანკში“ 1 დოლარი 2.965 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 2.875 ლარად არის შესაძლებელი. ევრო 3.361 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.184 ლარად შეგიძლიათ.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2,9700 ლარს შეადგენს, ხოლო მისი გაყიდვა 2,8400 ლარად არის შესაძლებელი. ევრო 3,3530 ლარი ღირს, მისი გაყიდვა 3,1580 ლარად არის შესაძლებელი.

„ტერაბანკში“ დოლარის ფასი 2.9700 ლარია, მისი გაყიდვა კი, 2.8500 ლარად შეგიძლიათ. ევროს ყიდვა 3.3640 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა 3.1620 ლარად.

 „ფინკა ბანკში“ 1 დოლარი 2.9450 ლარი ღირს, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 2.8850 ლარს მიიღებთ. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვა 3.3050 ლარად შეგეძლებათ, გაყიდვა 3.2250 ლარად.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება 2.91-2.97 ლარია, ევრო კი, 3.25-3.32 ლარი ღირს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.8320 ლარი ეღირება, ევრო კი, 3.1778 ლარი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics