02:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 21:15:54, 1444 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობა მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს

მთავრობა მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, ხოლო ახლების მშენებლობის გარანტად  სახელმწიფო დადგება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს დღევანდელ შეხვედრაზე გააცნო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, სადაც მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული და ხელისუფლების ამოცანაა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები.

სწორედ ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მცირე სასტუმროებისთვის სესხების პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება, ხოლო საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება ტურიზმის ინდუსტრიას და სასტუმრო ბიზნესს, რათა განვითარებისა და გაფართოების ახალი პროექტები არ გაჩერდეს.

ბიზნესის წარმომადგენლებთან საუბრისას განხილული იყო სხვა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც ხელისუფლება გეგმავს, რათა ტურიზმის ბიზნესისთვის შესაძლო ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს.

მათ შორისაა აგრესიული მარკეტინგული კამპანია ქვეყნის უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისა და  ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო გაზრდისთვის. ამავდროულად, გაკეთდება ყველაფერი ტრადიციული ბაზრების შესანარჩუნებლად.

პრემიერმა და ბიზნესასოციაციის წევრებმა ბიზნესისთვის საინტერესო სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდნენ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics