2019-07-08 17:02:24, 1572 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან 3, ევროსთან კი, 2 თეთრით გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.8320 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8012 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0308 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.1778 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.1547 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0231 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,