2019-07-04 17:20:53, 1933 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან 1-1 თეთრით გამყარდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.8064 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8155 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.1676 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.1804 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0128 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,