2019-07-03 17:30:08, 1562 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით 1-1 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.8155 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8237 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.1804 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.1902 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,