23:54 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-30 12:03:39, 1704 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ტურიზმი საქართველოში დიდი გამოწვევების წინაშე დადგა

„როდესაც ვსაუბრობთ ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა ლარის კურსი, ეკონომიკის ზრდა, ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და ა.შ., უნდა გავითვალისწინოთ მოლოდინების ფაქტორიც,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ეკონომიკა არის ანარეკლი იმ პროცესებისა, რაც ხდება პოლიტიკაში. „ამიტომ რაც უფრო პასუხისმგებლიანად მივუდგებით ყველანი ეკონომიკას, რაც უფრო მალე გადავერთვებით პოზიტიური შენების დღის წესრიგზე და რაც უფრო მალე მოხდება სტაბილიზაცია და დაიმკვიდრებს სიმშვიდე, მით უფრო მარტივად გავუმკლავდებით ამ გამოწვევებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც მინისტრმა ტურიზმის სექტორში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, ტურიზმი საქართველოში დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, რადგან აღნიშნულ სექტორში ბევრი ოჯახია ჩართული. „მათ იციან, რომ შეიძლება ვერ მიიღონ ის შემოსავალი, რომელსაც ელოდნენ, ესეც არის ნეგატიური მოლოდინის ერთ-ერთი ფაქტორი," - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მინისტრის თქმით, რუსეთის მხრიდან პირდაპირი ავიაფრენების შეჩერებით გამოწვეული ზარალის სრულად ნეიტრალიზება შეუძლებელია. თუმცა, მისი თქმით, რა დოზით მატერიალიზდება ეს გამოწვევა, რა დოზით მოხდება ამ ნეგატიური მოლოდინების რეალიზაცია, ეს დამოკიდებულია ისევ ჩვენზე. „ვმუშაობთ 2 ძირითადი მიმართულებით: ერთი მიმართულებაა, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა და ამისთვის ვიყენებთ ბევრ საშუალებას, მათ შორის დიპლომატიურ არხებს და მეორეც - რატომ ვხვდები ბიზნესს და რატომ პირველივე დღეს არ გამოვედით წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმით? მე მინდოდა ბიზნესიდან მიმეღო იმპულსები, შესაბამისად,  დავინახე, რომ მოთხოვნა სხვა ბაზრების განვითარებასთან ერთად, ისიცაა, რომ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტებიც. ეს არის ბიზნესის მოთხოვნა. ეს არის საკმაოდ ყურადსაღები ტენდენცია და ჩვენ ვალდებული ვართ, ვიმუშაოთ ამ მიმართულებითაც," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics