23:55 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-30 10:54:45, 1697 ნახვა

ეკონომიკა
ეკა შერვაშიძე: საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან, იმაზე მეტი ადამიანი ესტუმრა, ვიდრე ველოდით

საქართველოს დედაქალაქმა 10-ზე მეტი ქვეყნის 100 აიტი ნოვატორს უმასპინძლა. საერთაშორისო კონფერენციას - "ციფრული ციებ-ცხელება თბილისში" სფეროს ენთუზიასტები უკრაინიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ესტუმრნენ. ღონისძიების ფარგლებში ციფრული ინდუსტრიის ლიდერები - ბიზნესმენები, სტარტაპერები, საჯარო მოხელეები, აიტი სპეციალისტები, ინვესტორები საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით შექმნილ ვითარებასაც გაეცნენ და ქართულ ეკონომიკაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობებიც განიხილეს.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, Crypto Tour Georgia-ს დამფუძნებლის, ეკა შერვაშიძის თქმით, ივენთი, რომელსაც შექმნილი ვითარების გამო, თეორიულად, „ჩავარდნაც" ემუქრებოდა, საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა.

„ღონისძიება „კრიპტოტურ ჯორჯიასა" და „დიჯიტალ ჯორჯიას" ორგანიზებით რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. ბოლო პერიოდში შექმნილმა მოვლენებმა კი მას რეალური საფრთხე შეუქმნა. ყოველ შემთხვევაში, ივენთის გადადების რეალური ალბათობა ნამდვილად არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია კრიპტოსაზოგადოების ორგანიზებულია და არცერთი ქვეყნის არცერთ ხელისუფალს ამაში მონაწილეობა არ მიუღია, მაინც განვიხილავდით შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისგან ვინმე თავს შეიკავებდა, უსაფრთხოების კუთხით რაიმე ტიპის რისკს დაინახავდა. მადლობა ღმერთს, ეს ასე არ მოხდა. მეტიც, თუ ველოდით 80 ადამიანს, ჩამობრძანდა -126, მათ შორისაა 20 კაციანი ჯგუფი რუსეთიდან. მთელი დღის განმავლობაში,  10:00  საათიდან 19:00 საათამდე მომხსენებლები ერთმანეთის გამოსვლებს დიდი ინტერესით უსმენდნენ, გაიმართა პანელური დისკუსიები სხვადასხვა თემებზე, დაიგეგმა ერთობლივი პროექტები და შეთანხმდნენ ერთობლივ ღონისძიებებზე. ეს არის ახალი ფაზა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის. ვფიქრობ, შედეგი სახეზეა და უახლოეს მომავალში დღეს წარმოქმნილი იდეების ხორცშესხმასაც უნდა ველოდოთ. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან დადებითად აისახება. რაც მთავარია, დღეს საქართველო კიდევ ერთხელ გაიცნო მსოფლიომ.  საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა არა სხვა ქვეყნების, არამედ სწორედ საქართველოს მიმართ."- განაცხადა ეკა შერვაშიძემ. 

28 ივლისს დაწყებული ღონისძიება არაფორმალური სახით 29 ივნისს საქართველოს ღირშესანიშნაობების გაცნობით, მათ შორის,  ძველი დედაქალაქის - მცხეთის მონახულებით გაგრძელდა და ბუნების წიაღში, ახალი პარტნიორებისა და მეგობრების გარემოცვაში, საზაფხულო დასვენებით და ქართული ტრადიციული სუფრით დაგვირგვინდა.

„არაფორმალური ნაწილი გაცილებით უფრო მეტ საქმიან შედეგებს იძლევა. ეს სწორედ ის ვითარებაა, რომელიც სტუმარს ამ ქვეყნისთვის მეტის გაკეთებას აიძულებს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ეს ნაწილი მათთვის განსაკუთრებულად მომხიბვლელია, მით უმეტეს, თუ ქართული ხალხური ფოლკლორის ფონზე მიმდინარეობს და ექსკურსიებსაც მოიცავს. ვფიქრობ, „კრიპტოტური" მალე კიდევ მეტი სიახლით გაგაკვირვებთ და კიდევ მეტ საინტერესო ღონისძიებას შემოგთავაზებთ" - განაცხადა ეკა შერვაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics