2019-06-29 10:03:20, 2294 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.8687 ლარი ღირს
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით 1-1 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.8687 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.8791 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 3.2657 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2758 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0101 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,