|
2019-06-28 15:44:57, 2122 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება, ეკონომიკა მოქალაქეების ინტერესების დაცვით
გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება, ეკონომიკა შენდება შენი მოქალაქეების და შენი კომპანიების ეკონომიკური ინტერესების დაცვით და იმით, რომ მათ შეუქმნა ფართო ასპარეზი და შესაძლებლობები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ახდენს თუ არა გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ლარის კურსზე. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი ნეგატიური ასახვა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე. „რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულებაა ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებულები კონკრეტულ შედეგებზე. მე გუშინ განვაცხადე, რომ ასეთ პირობებში ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ კონსულტაციაზე ვართ გადასული კერძო სექტორთან. დღესაც მათ შორის, ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს შეჯერებულ წინადადებებს, რომელიც კერძო სექტორისაგან მივიღეთ. თქვენ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა ახსენეთ და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება, მაქსიმალურად მეტი წინადადება მოვისმინთ და შემდეგ პოზიციები შევაჯეროთ იმ სექტორის წარმომადგენლებთან, რომელიც აღმოჩნდნენ ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშე. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მე განსაკუთრებული აქცენტი მინდა ტურისტულ სექტორზე გავაკეთო. ჩვენ პარალელურად გვაქვს შეხვედრები და რამდენიმე დღეში გაიმართება ეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შევკრათ ისეთი პორტფელი ჩვენი ინიციატივების და მხარდაჭერის, რომ შევძლოთ მოვახდინოთ მინიმიზირება ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის. როდესაც ჩვენ ტურისტულ სექტორზე ვსაუბრობთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი საქართველოში და რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის არის ინკლუზიური და მასში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, აქედან გამომდინარე, მე ძალიან მძაფრი ვარ იმ შეფასებაში, რომ საოცრად უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე მე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)