2019-06-27 17:04:42, 2844 ნახვა
ეკონომიკა
ლარის კურსი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმზეა
ლარის კურსი დოლართან მიმართებით კიდევ 3 თეთრით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.8791 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.8470 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0321 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით 4 თეთრით გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 3.2758 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2356 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0402 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,