04:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 11:35:50, 1852 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: გაზის მოხმარების უსაფრთხოებისთვის მთელი რიგი რეგულაციები სავალდებულო ხასიათს შეიძენს

„იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ექსპერტიზას გადის სხვადასხვა უწყებებში და მალე წარედგინება პარლამენტს", - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც  სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოს "ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკა"-ს აკრედიტიაციის მინიჭების ღონისძიებას დაესწრო.

აღნიშნული ცენტრი გაზგამანაწილებებელი კომპანიების სპეციალისტების მომზადება-გადამზადებას განახორციელებს და შესაბამის სერტიფიკატებსაც გასცემს

ნათია თურნავას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამკაცრდება პასუხისმგებლობები, შემუშავდება ახალი სტანდარტები და გარკვეულწილად სავალდებულო ხასიათსაც შეიძენს მთელი რიგი რეგულაციები.

„მეორე მიმართულება, რაზეც ვიმუშავეთ, ეს არის ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება ამ დარგში. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი აკრედიტაციის ცენტრი მუშაობდა აქტიურად ტექნიკურ უნივერსიტეტთან, კონკრეტულ ფაკულტეტებთან და გვიხარია, რომ დღეს შეგვიძლია მივანიჭოთ აკრედიტაციის მოწმობა აქ არსებულ ცენტრს, რომელიც შემდგომში შეძლებს, რომ გადაამზადოს კვალიფიციური კადრები, რომლებზეც   დიდი მოთხოვნა არსებობს გაზგამანაწილებელი კომპანიებისგან. სერტიფიკაცია ჩვენთვის დაცვის  მნიშვნელოვანი გარანტია იქნება”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics