23:57 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 15:24:09, 1567 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ვმუშაობთ ტურიზმში არსებული გამოწვევების განეიტრალების და შერბილების ღონისძიებებზე

„ამ ეტაზე ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და აქედან გამომდინარე, არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთნ გვაქვს საქმე, კვლავაც ვფიქრობთ, რომ მოკლევადიან რყევაზეა საუბარი", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„რაც შეეხება ტურიზმში არსებულ ვითარებას, ეს ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა და ვერ აისახებოდა ლარის კურსზე.  ვფიქრობთ, ამას არ მივიყვანთ იქამდე, რომ ეს გამოწვევა სერიოზულ პრობლემას შექმნიდეს. აქტიურად ვმუშაობთ მისი განეიტრალების და შერბილების ღონისძიებებზე" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრო, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესს ზარალი შეურბილდეს და სამოქმედო გეგმა ზუსტად პასუხობდეს მათ მოთხოვნებს. „ბიზნესის მოთხოვნაა, რომ  ტურისტული ბაზრების გაფართოებასთან ერთად შევინარჩუნოთ რუსეთის ტურისტული ბაზარიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ და ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ იმის სათქმელად, რომ საქართველო არის და იქნება უსაფრთხო ტურიზმისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics