|
2019-06-25 15:04:30, 1489 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვერდში ამოვუდგეთ გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს
საქართველოს ხელისუფლება და ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ გვერდში ამოუდგეს გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აჭარაში, ტურისტულ სექტორთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სეზონი დაწყებულია და სექტორი ნამდვილად არის გამოწვევის წინაშე . „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს შესაძლო ზარალი შევარბილოთ და ზუსტად ვუპასუხოთ ბიზნესის მოთხოვნას, რომელიც ასევე ითხოვს, რომ ტურისტული ბაზრების გაფართოებასთან ერთად, რასაც ვაკეთებდით, ასევე შევინარჩუნოთ რუსეთის ტურისტული ბაზარიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა აჭარაში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრის წინ. ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იყო და რჩება უსაფრთხო ქვეყანად ტურისტებისთვის. „ჩვენ ვართ ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანა სხვადასხვა რეიტინგებით, ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე და გახსნილი. ველოდებით ყველა ქვეყნის ტურისტს და მათ შორის რუს ტურისტებსაც, ეს გამოჩნდა ბიზნესთან შეხვედრაზეც. ამიტომ, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ერთად გადავლახოთ შექმნილი პრობლემა", - განაცხადა ნათია თურნავამ. აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრებს ეკონომიკის მინისტრთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებიან.
(NS)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)