2019-06-24 17:17:27, 1393 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან 1.5, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.7945 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7798 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0147 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.1838 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.1442 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0396 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,