|
2019-06-22 11:24:53, 4332 ნახვა
ეკონომიკა
რასაც თქვენი ხელისუფლება გიკრძალავთ, ჩვენ გთავაზობთ - ბელარუსული კომპანიები რუს ტურისტებზე საქართველოს ტურებს ყიდიან
ბელარუსული ტურისტული კომპანიები რუს ტურისტებს სპეციალურ ტურისტურ პაკეტებს თავაზობენ. გუშინ და დღეს რამდენიმე ტურისტულმა ოპერატორმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური შეთავაზება გამოაცხადა საქართველოს მიმართულებაზე. ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას რომელიც მინსკშია განთავსებული, რუსი ტურისტებისთვის სლოგნად არჩეული აქვს - "რასაც თქვენი ხელისუფლება გიკრძალავთ, ჩვენ გთავაზობთ" რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით 8 ივლისიდან ბილეთების გაყიდვებს აჩერებენ. რუსული მედიის ინფორმაციით,ავიაკომპანიებმა „სმარტავიამ“, „პაბედამ“, „რედ ვინგზმა“ და „ეს 7“-მა ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)