2019-06-18 17:03:03, 1765 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7664 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.7559 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0105 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი კურსი ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა. 1 ევრო ხვალ 3.0995 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0907 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0088 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,